Easy-ის შესახებ
საყოფაცხოვრებო პროდუქტების ქართული ბრენდი, Easy - პროდუქტების შენახვის, გაყინვის, ორგანიზების მარტივი გადაწყვეტილება!
ჩვენი ინოვაციური საყოფაცხოვრებო პროდუქტები შექმნილია სივრცის დასაზოგად, შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად და ხარჯების შესამცირებლად, რაც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მარტივს და ეფექტურს ხდის.
Easy-ს პროდუქტები დაგეხმარებათ მაცივარში, საყინულეში, კარადებში, ან სამგზავრო ჩანთებში სივრცის დაზოგვაში, სისუფთავისა და ორგანიზებულობის შენარჩუნებაში.
რატომ უნდა აირჩიოთ Easy?
- ახანგრძლივებს ვარგისიანობის ვადას: უნარჩუნებს პროდუქტებს სიჯანსაღეს უფრო დიდი ხნით და ამცირებს ნარჩენების რაოდენობას.
- ზოგავს სივრცეს: იდეალურია მაცივარში, საყინულეში, კარადებსა და სამგზავრო ჩანთებში ადგილის დასაზოგად.
- ამცირებს ხარჯებს: იზის მრავალჯერადი გამოყენების პროდუქტები ხელს უწყობს ნარჩენების რაოდენობის შემცირებას და ხარჯების დაზოგვას.
ჩვენი პროდუქტები
- გასაყინი პარკები ელვა-შესაკრავით: იდეალურია სხვადასხვა პროდუქტების გასაყინად. ინახავს 2X დიდხანს და იცავს ყინულით დამწვრობისგან. მრავალჯერადია.
- შესანახი პარკები ელვა-შესაკრავით: ინახავს პროდუქტებს 2X დიდხანს. ასევე იდეალურია ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დასახარისხებლად. არის მრავალჯერადი გამოყენების.
- ვაკუუმ პარკები ორმაგი ზიპ შესაკრავით: იდეალურია სხვადასხვა პროდუქტების გასაყინად და შესანახად. ინახავს 4X დიდხანს და იცავს ყინულით დამწვრობისგან. არის მრავალჯერადი.
- სილიკონის თავსახურები: ერგება სხვადასხვა ფორმის და ზომის კონტეინერებს. ირეცხება მარტივად და არის მრავალჯერადი გამოყენების.
- ყინულის გასაკეთებელი პარკები: იდეალურია წვეულებების, პიკნიკების და ყოველდღიური მოხმარებისთვის.
- ტანსაცმლის შესანახი ვაკუუმ პარკები - მეტი სივრცე: იდეალურია სეზონური ტანსაცმლის, საბნების, ბალიშების და სხვა ნივთების შესანახად, ასევე მოგზაურობისას. ზოგავს 3X ადგილს და არის მრავალჯერადი. იცავს ჩრჩილისგან, მწერებისგან, მტვრისგან, ნესტისგან და სუნისგან. თავსებადია ყველა სტანდარტულ მტვერსასრუტთან.
ხარისხი, რომელსაც ენდობით
Easy-ს პროდუქტები არ შეიცავს ბისფენოლ A-ს (BPA free), შემოწმებულია 100-ზე მეტ მავნე ნივთიერებაზე და 100%-ით უსაფრთხოა თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.
აირჩიეთ Easy და მიიღეთ პროდუქტების შენახვის, გაყინვის, ორგანიზების მარტივი გადაწყვეტილება!
იზი - საყოფაცხოვრებო პროდუქტების N1 ქართული ბრენდი.
იზი ამარტივებს ★
2019 წლიდან
იზის პროდუქციის სანახავად და შესაძენად გადადით მაღაზიის გვერდზე.