მიწისთხილის სოუსი 🥜

ძალიან სწრაფი სოუსი რომელიც ყველა მარტივ საზაფხულო კერძს პიკანტურ აზიურ გემოებს მატებს.
 
მიწის თხილის სოუსი:
1 ჭ მარილიან მიწის თხილს ვაბლენდერებთ
მანამ სანამ სასურველ კონსისტენციამდე არ მივა.
თუ ბლენდერს უჭირს მისი კარაქად ქცევა, ან უბრალოდ გეჩქარებათ დაუმატეთ 1 ჩკ ქოქოსის კარაქი და ვუალა!
ცალკე ჯამში ან უბრალოდ პატარა ჩოპერ/ბლენდერში ვათავსებთ:
  • 2 სკ მიწის თხილის კარაქს
  • 1 სკ გახეხილ ჯანჯაფილს
  • 1 კბილ წვრილად დაჭრილ ნიორს
  • 1 სკ სეზამის ზეთს
  • 1 სკ სოიოს სოუსს
  • 1 სკ დამატკბობელს (მე ნეკერჩლის სიროფი გამოვიყენე)
ცოტა ცხელ წყალს (სასურველ კონსისტენციამდე რომ მიიყვანოს, 2-3 სკ საკმარისია)
ვაბლენდერებთ ამ ყველაფერს ან უბრალოდ ხელით ვურევთ.
ზემოდან ვაყრით მიწის თხილის ნატეხებს და დაღერღილ წიწაკას (ან სეზამის მარცვლებს და მწვანე ხახვს).
მიწისთხილის სოუსი მზად არის.
გამოდგება ზაფხულის ხვეულებთან და სალათებთან.

პროდუქტების გასაყინად, ან შესანახად გამოიყენეთ იზის გასაყინი პარკები.

  •  იცავს გაყინვის შედეგად დაზიანებისაგან
  • ინახავს 2X დიდხანს
  • არ შეიცავს ბისფენოლ A-ს (BPA Free)
  • იცავს გამოშრობისგან და გაჟონვისგან
  • არ ატარებს სუნს
  • ირეცხება და მრავალჯერადია
  • ზოგავს ადგილს
  • მარტივია და პრაქტიკულია
    მოსახმარად
  • იცავს სისუფთავეს
  • ფართო ძირი საშუალებას იძლევა პარკი ადვილად დადგეს და შეივსოს

გაიმარტივე ყოველდღიურობა!

მოამზადე მარტივად, შეინახე დიდხანს, დაზოგე ადგილი.

იზი ამარტივებს!

სხვა რეცეპტების სანახავად ეწვიეთ: იზის მარტივი რეცეპტები.