შვრიის რძე

რეცეპტი – toptheshaker
შვრიის რძე რძეებს შორის ყველაზე გემრიელია. ყოველგვარი დანამატის გარეშეც კი დესერტის გემო აქვს. თუმცა გასათვალისწინებელია რომ დიდი ხნით არ ინახება მაცივარშიც კი, რადგან რძისებრ ტექსტურას მყარად ვერ ინარჩუნებს. ყველაზე ოპტიმალური გზაა რომ მცირე პორციები გააკეთოთ, ვინაიდან და რადგანაც შვრიას თხილის რძისგან განსხვავებით დალბობა არ სჭირდება, შეგიძლიათ თამამად ორ-სამ დღეში ერთხელ მოამზადოთ.
დაგჭირდებათ:
  • 1 ჭ უგლუტენო შვრია
  • 3 ჭ ბოთლის წყალი
  • 1/2 ჩკ ვანილი ან თქვენი საყვარელი დამატკბობელი
  • მწიკვი მარილი
ამ ყველაფერს მძლავრ ბლენდერში ვაბლენდერებთ 30 წამით.
შემდეგ გადაგვაქვს ჯამში თუმცა ჯერ ვატარებთ დოლბანდიან საცერში რომ ორმაგი დაცვა გვქონდეს შვრიის ნარჩენების რძეში მოხვედრისგან.
შვრიის ნარჩენები რაც დოლბანდში მორჩა, უგემრიელესი და უჯანსაღესი დანამატია ცხობისას თუ სმუზების მომზადებისას, ამიტომ შეინახეთ, თუნდაც გაყინეთ.
შვრიის რძე უგემრიელესია საზაფხულო ყავაში. 🤍🤎

პროდუქტების გასაყინად, ან შესანახად გამოიყენეთ იზის გასაყინი პარკები.

  •  იცავს გაყინვის შედეგად დაზიანებისაგან
  • ინახავს 2X დიდხანს
  • არ შეიცავს ბისფენოლ A-ს (BPA Free)
  • იცავს გამოშრობისგან და გაჟონვისგან
  • არ ატარებს სუნს
  • ირეცხება და მრავალჯერადია
  • ზოგავს ადგილს
  • მარტივია და პრაქტიკულია
  • იცავს სისუფთავეს
  • ფართო ძირი საშუალებას იძლევა პარკი ადვილად დადგეს და შეივსოს

გაიმარტივე ყოველდღიურობა!

მოამზადე მარტივად, შეინახე დიდხანს, დაზოგე ადგილი.

იზი ამარტივებს!

სხვა რეცეპტების სანახავად ეწვიეთ: იზის მარტივი რეცეპტები.

იზის პროდუქციის სანახავად და შესაძენად გადადით მაღაზიის გვერდზე.